|
2019-10-04 10:50:23, 908 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, ვეკუას ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები ხორციელდება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, გვიან ღამით გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში იმყოფებოდა, სადაც ვეკუას ქუჩის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოების შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე სამუშაოების ტემპი გამოსწორდა და პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. „მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, წყალარინებისა და სასმელი წლის მიწოდების სისტემები; ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება; ელექტრობოძები და სანათები გამოიცვლება; განახლდება ტროტუარები. ასევე, ამ ორ ქუჩაზე მოეწყობა ავტობუსებისთვის ზოლები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს. იცით, ჩვენი მიზანია, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. აქ იყო გარკვეული პრობლემები სამუშაოების ტემპთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიასთან და შედეგი სახეზეა. სიტუაცია გამოცოცხლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე განსახორციელებელ სამუშაოებზე განმარტებები დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული ქუჩები 5 მონაკვეთად დაიყო და სამუშაოებიც ხუთეტაპიანი იქნება. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, რამდენიმე დღეში ხიზანიშვილის ქუჩის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტდება დაიწყება, ხოლო რვაკილომეტრიანი ორი ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.
(NS)
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)