|
2015-07-15 15:03:12, 579 ნახვა
საზოგადოება
მარინე მიზანდარი: სახელმწიიფოს ხედვაა, ინვესტიციების მოზიდვის საბაბით კულტურული მემკვიდრეობა განადგურდეს
„საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობა სრულიად განადგურებულია“, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა „რედისონში“ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალი კვლევა „საყდრისი–ყაჩაღიანი – ნგრევა კანონის სახელით“ წარადგინა. მიზანდარის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლების ხედვაა, ინვესტიციის მოზიდვის საბაბით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა განადგურდეს. „სამწუხაროდ, საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობა სრულიად განადგურებულია. ვფიქრობ, ეს არის უმძიმესი დანაკლისი, მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა არ უნდა გაგრძელდეს, რადგან საბრძოლო ობიექტები ბევრია, დავიწყოთ ძველი თბილისით, იგივე მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პრობლემით, თბილისი პანორამას პროექტით და ა.შ. დღევანდელი სახელმწიფო ხედვა გულისხმობს, რომ ინვესტიციის მოზიდვის საბაბით, შეიძლება ჩვენი კულტურული მემკვიდრობა განადგურდეს, რაც სრულიად დაუშვებელია. ჩვენ არ უნდა დავანგრიოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ და პირევლ რიგში ეს არის ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს დღევანდელი მთავრობის ვალდებულება, თავისი ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე“, – აღნიშნა მიზანდარმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)