|
2019-10-03 16:49:47, 1649 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე კომერციული მეურნეობების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე კომერციული მეურნეობების მხარდასაჭერად, ევროკავშირი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) ახალ პროექტს იწყებს. პროექტის „ფინანსური და საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ დაწყებისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა, ჟორჯ დეუმ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, გაელ ასაიაგიმ გახსნეს. პროექტი „ფინანსური და საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) 4 წლიანია და მისი ბიუჯეტი 4 მლნ ევროა. პროექტი მიზნად ისახავს მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი საექსპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდას. ახალი პროექტის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ ჩვენ ვდგავართ პროდუქციის ხარისხთან და რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე. საქართველოს მთავრობის ძალისხმევით გახსნილია 2 მილიარდნახევარ ადამიანზე ორიენტირებული ბაზარი, სადაც ჩვენ შევდივართ საბაჟო ბარიერების გარეშე. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის შიგნით ვაწარმოოთ პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. ეს პროექტი იქნება ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, ბიუჯეტის ნაწილში საქართველოს მთავრობა აგრძელებს პროგრამების დაფინანსებას; რიგ შემთხვევაში დაფინანსების მოცულობა იზრდება. ფერმერებს საშუალება აქვთ ჩაერთონ როგორც სახელმწიფოს, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს საშუალო და მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებას“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა, ჟორჟ დეუმ აღნიშნა, ახალი პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიმდინარე პროცესში. პროექტი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებს, უკეთ გამოიყენონ ახალი ბაზრების, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით შექმნილი შესაძლებლობები. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (Enpard) ფარგლებში და L Agence Francaise de Developpment (AFd) მიერ და მას განახორციელებს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა მერსი ქორფსთან, სოფლის განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და CHambre dAgriculture du Loiret ერთად.
(NS)
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)