13:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 21:20:19, 2122 ნახვა

სამართალი
ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაში ფეისბუკზე ავრცელებს. 

"დილის რვაზე ეთერში გავედით. საღამოს ეს ანონსი შემიძლია შემოგთავაზოთ: ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს.
გუმბარიძე, რომელიც კომპანია "ინტერმედიას" დამფუძნებელიცაა, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ოთხშაბათს, 14:00 მივა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულამ" მაუწყებლობა დღეს დაიწყო."

ზურაბ გუმბარიძე კომპანია ინტერ მედიას დამფუძნებელია, რომლის მიმართაც გენერალურმა პროკურატურამ საქმე 9 აგვისტოს აღძრა. საქმე 2017 წელს რუსთავი 2-ს კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის, ინტერ მედია პლიუსის მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას ეხება. სწორედ, ამ საქმესთან მიმართებაში იქნა ნახსნები ზურაბ გუმბარიძის სახელი და გვარიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics