13:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 15:01:23, 1574 ნახვა

სამართალი
მამაკაცს, რომელიც მსახიობ ეკა ჩხეიძეს ქორწინებას აიძულებდა 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა და მამაკაცს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

როგორც სხდომაზე ბრალდების მხარე აცხადებდა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას დაჟინებით სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით იმუქრებოდა. 

საქმის პროკურორის მტკიცებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, მსახიობის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა.

გამოძიება სსკ-ის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics