05:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 14:13:57, 1601 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეხვედრა გაიმართა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მე-40 ასამბლეის ფარგლებში, რომელიც მონრეალში მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაცია კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების დაწყების შესაძლებლობებზე და საავიაციო ხელისუფლებებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესის უახლოეს მომავალში დასრულების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად ითანამშრომლონ ტექნიკურ დონეზე, ფრენების ზედამხედველობასთან და ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის კუთხით.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო უწყებებმა, ICAO-ს „No Country Left Behind" ინიციატივაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნულის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარებისა და პერსონალის პროფესიული მომზადება-გადამზადების კუთხით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ასევე, საუბარი შეეხო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ არჩევნებს და პლენარულ სესიებზე განსახილველ აქტუალურ საკითხებს.

ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩი კანადაში, მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics