|
2019-09-28 13:16:34, 2577 ნახვა
საზოგადოება
ბესელია: კვირიკაშვილს შევხვდი, ის ჩემი მეგობარია - პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა
„ჩვენი შეხვედრა არანაირ სამომავლო გეგმებს არ ეხებოდა. გიორგისთან ვმეგობრობ და ვისაუბრეთ უბრალოდ სხვადასვა საკითხებზე“, - ამის შესახებ „მთავარ არხს“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, კვირიკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით ძალიან უკმაყოფილოა. „ჩვენი შეხვედრა არანაირ სამომავლო გეგმებს არ ეხებოდა. გიორგისთან ვმეგობრობ და ვისაუბრეთ უბრალოდ სხვადასვა საკითხებზე. რაც პირველი არ არის, რა თქმა უნდა და ვსაუბრობთ ხოლმე, მას შემდეგ, რაც გიორგი ხელისუფლებაში აღარ არის. მას აწუხებს მიმდინარე ამბები და ბევრი ის საკითხი, რომელიც არ შეიძლება გულგრილს გტოვებდეს. მე ვთვლი, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. რაც შეეხება, ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, მე სხვა პარტიაში ვერ ვიქნები, იმიტომ რომ საკუთარი პარტია დავაფუძნე და ვაპირებ რომ ამ პარტიას გავუძღვე არჩევნებზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)