14:10 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 17:37:11, 1703 ნახვა

საზოგადოება
მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე - ექსტრემალური ვითარების გარდა, აბორტი უნდა აიკრძალოს, რაა ამაში უცნაური

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, შოთა გეწაძე მიიჩნევს, რომ ექსტრემალური ვითარების გარდა, აბორტი უნდა აიკრძალოს.

მისი აზრით, აბორტი ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ : თუ ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ ნაყოფის ჩასახვა გაუპატიურების ან ინცესტის გზით მოხდა. 

მოსამართლეობის კანდიდატს აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით კითხვა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ დაუსვა.

"აბორტის ტოტალურ აკრძალვაზე მე არ ვსაუბრობ. პირიქით, მე ამის წინააღმდეგ გამოვდივარ. მე დავწერე, რომ აბორტის სრულად აკრძალვა არის გულუბრყვილობა, არ შეიძლება. არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა, გადაინაცვლა იატაკქვეშეთში. თუ ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ ნაყოფის ჩასახვა მოხდა გაუპატიურების გზით, ინცესტის გზით, ასეთ დროსაც ვეთანხმები", - განაცხადა გეწაძემ. 

მის პასუხზე დეპუტატმა შემდეგი რეპლიკა თქვა: "ანუ ექსტრემალური ვითარებების გარდა აბორტი უნდა აიკრძალოს?".

"დიახ, რა არის ამაში უცნაური?!", - მიუგო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics