07:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 12:04:09, 2045 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია უნივერსალური საფოსტო კავშირის კონგრესში მონაწილეობს

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უნივერსალური საფოსტო კავშირის (UPU) რიგით მე-3 საგანგებო კონგრესი გაიხსნა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, ეკა ყუბუსიძის ხელმძღვანელობით.  კონგრესში აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 192 სახელმწიფოს დელეგაცია  მონაწილეობს.

მიმდინარე საგანგებო კონგრესის ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია ანგარიშსწორების საბოლოო ფორმის ცვლილების დღის წესრიგში დაყენებამ, რათა იგი მისაღები იყოს ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნისთვის. დღეს არსებული სისტემა ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც საფოსტო გზავნილების ბრუნვა დიდია, არამომგებიანია.

კონგრესი მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იკრიბება და მისი ძირითადი ფუნქცია მსოფლიო საფოსტო სტრატეგიის და საერთაშორისო საფოსტო მიმოცვლის სამომავლო წესების განსაზღვრაა. საგანგებო კონგრესს მსოფლიო საფოსტო კავშირი (UPU) იწვევს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სასწრაფოა დაგეგმილ კონგრესებს შორის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics