|
2019-09-25 10:50:28, 758 ნახვა
საზოგადოება
ისანში, მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულ მონაკვეთში, ორბელებისა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, 12 300 კვ.მ . ფართობზე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ელექტრო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა, ხოლო გზის გასწვრივ მოეწყო თანამედროვე ტიპის LED განათების სისტემა, ტერიტორიაზე მოეწყო მიწის ზედა სახანძრო ჰიდრანტიც. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს ისნის გამგებელი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც გაესაუბრნენ. „ ისანში ორი საკვანძო დასახლების - მეტრომშენისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ. აღნიშნულ მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოები მაღალი ხარისხით ჩატარდა, მთლიანად მოვაწესრიგეთ საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დღეიდან გადაადგილება მოსახლეობისთვის ბევრად კომფორტული გახდა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 737 777 ლარით დაფინანსდა.
(NS)
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)