08:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 10:11:47, 1037 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ახალ სტუდენტურ პროგრამას იწყებს

თიბისი ახალ სტუდენტურ პროგრამას 'თიბისი კემპს' იწყებს. პროგრამა ამ ეტაპზე ორ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლასა და თავისუფალ უნივერსიტეტში განხორციელდება და მეოთხე კურსზე მყოფი ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირდება. სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპებს გაივლიან.

პირველ ეტაპზე ისინი თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან,  შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებას უკავშირდება, ასევე გაივლიან კონსულტაციებს თიბისის წარმომადგენლებთან, ხოლო ბოლო ეტაპზე სტუდენტები ჟიურის წინაშე წარდადგენენ საბოლოო საინვესტიციო პროექტს. გარდა საგნობრივი შეფასებისა, ჟიურის რჩეული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოს თიბისისგან.

პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალების შექმნა და მათთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობაა.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics