12:57 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 10:43:59, 1169 ნახვა

საზოგადოება
ვოლდროფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა  ვოლდროფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

მოსწავლეებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი შეხვდა და დეტალურად ესაუბრა ოზონის დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ასევე   მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ოზონის შრის და ამ მხრივ საქართველოში არსებული რეალობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

შეხვედრაზე მოსწავლეები გამოცხადებული კონკურსის პირობებს გაეცნენ, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის - „ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში ოზონის შრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება გზავნილით: “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც VII-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებსა და ვიდეოგრაფიკოსებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics