12:57 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 19:11:59, 1654 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროგრამებს აკრედიტაცია მიენიჭა

საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებიც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მოამზადა, აკრედიტაცია მიენიჭა. “მოხელის მენეჯერული უნარები” და “პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება” - ეს ის პროგრამებია, რომლებზეც აკრედიტაცია 5 წლის ვადით გაიცა.

აღნიშნული საბაზისო პროგრამების გავლა სავალდებულოა მათთვის, ვინც საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე პირველად ინიშნება. საჯარო სამსახურს მსგავსი პროგრამები აქამდე არ ჰქონია და ეს პირველია, რომელზეც მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ იუსტიციის სასწავლო ცენტრზე აკრედიტაცია გასცა.

საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრი მზად არის უზრუნველყოს პროფესიული საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესის სისტემური და ხარისხიანი წარმართვა.

როგორც ცნობილია, 2015 წელს მიღებული კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებსაც ითვალისწინებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics