|
2015-07-14 11:29:40, 514 ნახვა
საზოგადოება
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, დედაქალაქს 12 ობიექტი შეემატა
„ჩვენ ჯამში დედაქალაქს 12 ობიექტი შევმატეთ და ყველა მათგანი სახელმწიფოს დარჩება“, – ამის შესახებ პრემიერ–მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერის განახლებული საკალათბურთო დარბაზის გახსნისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ობიექტები ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „თბილისი 2015“–ს უმასპინძლებს, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება. „დღეს, ჩვენ, ვიმყოფებით სრულიად განახლებულ ვერის საკალათბურთო დარბაზში. ეს არის კალათბურთელების საყვარელი ადგილი და არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა თბილისელისთვის. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დარბაზის სრული რეაბილიტაცია გაგვეკეთებინა და ამისათვის დაახლოებით 2 100 000 დავხარჯეთ. ეს არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, თანამედროვე დარბაზი, რომელიც ღირსეულად უმასპინძლებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ჩვენ, ჯამში, დედაქალაქს 12 ობიექტი შევმატეთ, აქედან 6 ახალია, დანარჩენი კი, გარემონტებული, აღდგენილი. რაც მთავარია, თორმეტივე არის სახელმწიფო ობიექტი და ყველა მათგანი დარჩება სახელმწიფოს, რითიც ჩვენი სპორტსმენები ისარგებლებენ. ეს არის საჩუქარი ჩვენი სპორტსმენებისთვის, ვინაიდან ისინი მართლაც იმსახურებენ ამ დახმარებას სახელმწიფოსგან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ვერის განახლებული საკალათბურთო დარბაზი პრემიერ–მიინსტრმა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, „თბილისი – 2015“–ის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარესთან ალექსი ახვლედიანთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან ერთად გახსნა. დღესვე სამთავრობო დელეგაცია განახლებულ ძიუდოს აკადემიას გახსნის.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)