|
2015-07-14 10:10:24, 535 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა პატრიარქთან ქალაქის გამწვანების საკითხი განიხილა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კათალიკოს პატრიარქს ილია II - ს შეხვდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, აგულაშვილმა სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხედრაზე ქალაქის გამწვანების საკითხზე და პატრიარქის ინიციატივით უმაღლესი სასწავლებლებისთვის 5 ჰა-მდე ტერიტორიის გადაცემაზე იმსჯელეს. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე სასწავლებლები თავად იზრუნებენ. გიგლა აგულაშვილმა და ილია II -მ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლებთან სანერგეების შექმნის საკითხებიც განიხილეს. როგორც უწყებაში აცხაებენ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საპატრიარქოსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)