|
2019-09-19 17:42:25, 1567 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ლევან დავითაშვილმა დიეგო კოლასს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და აქტიური პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მესაქონლეობის, მეღვინეობის, ირიგაციის, მიწის მართვის, ასევე, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების დაცვის და ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. ლევან დავითაშვილმა დიეგო კოლასს ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული აგრარული დარგის და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო და ქვეყნისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ განსაკუთრებით მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათის და ტყის სამინისტროსთან. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება საფრანგეთის რესპუბლიკის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიმართ საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული ფინანსური კონტრიბუციისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა, მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ აგრარული დარგის გამორჩეული გულშემატკივრობის გამო, ელჩის რანგში პირველი ვიზიტი საგანგებოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დაგეგმა. „სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით, წარმატების არაერთ ისტორიას შევქმნით“, - განაცხადა დიეგო კოლასმა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.
(NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)