|
2019-09-18 12:23:02, 801 ნახვა
საზოგადოება
დაბა წყნეთში სპორტული ცენტრი აშენდა
დაბა წყნეთში, ამილახვარის ქ. N21-ში სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა წყნეთელებს პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტული ცენტრის მშენებლობა მათი სურვილი იყო. მისივე თქმით, ანალოგიური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები თბილისის სხვა რაიონებშიც აშენდება, რათა სპორტის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოხდეს. „ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და ასეთი ობიექტების მშენებლობაზე. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, სხვადასხვა რაიონებში ასეთი მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა. აღნიშნული სპორტული ცენტრი დაახლოებით, 700 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზებს მოიცავს, აქვს გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, საგზაო-ინფრასტრუქტურული თუ მსგავსი პროექტები ადაპტირებული უნდა იყოს, რათა შშმ პირებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ წყნეთის სპორტულ ცენტრში, ისევე როგორც ყველა მუნიციპალურ სპორტულ კომპლექსში, მნიშვნელოვანია, შეღავათიანი ტარიფები მოქმედებდეს.
(NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)