|
2019-09-13 14:55:20, 2087 ნახვა
საზოგადოება
„სირცხვილია გახარია, რომ პრემიერია, „ტეხავს“ - აქტივისტმა საკონსტიტუციო განხილვისას თვალზე ხელი აიფარა
„სირცხვილია გახარია დღეს უკვე რომ პრემიერია, „ტეხავს“, - ამ სიტყვებით საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის თელავის ოფისის წევრმა აჩიკო მჭედლიშვილმა ხელისუფლების წარმოამდგნლებს თელავში მიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ. როგორც მჭედლიშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეუძლიათ პარლამენტის წევრებს, რომელთაც თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირეს, მოქალაქეებს ღიმილით შეხვდნენ. „გულრწფელად გეტყვით, მე, როგორც თელაველს ცოტა მიკირს, ასე ლაღად, მშვიდად, ღიმილით რომ გვესალმებით პარლამენტის ის წევრები თელაველებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეთ თელავისთვის თვითმმართველი სტატუსის ჩამორთმევას და დაახლოებით, მინიმუმ 5 წლით უკან გადასწიეთ ჩვენი ქალაქის განვითარება. თავს არ დავზოგავ, რომ ეს ყოველთვის შეგახსენოთ ხოლმე. ყოჩაღ ასე განაგრძეთ. და ბოლოს, მე მაინტერესებს მმართველი რგოლისაგან, პირველ რიგში, ეს კითხვა არ არის, უფრო რიტორიკულ კითხვად აღვიქვათ, ცოტა უცნაურად მეჩვენება და ალბათ სხვადასხვანაირად გვესმის დემოკრატიის განმარტება. მე მესმის, რომ გუნდი, რომელიც მხარდაჭერას მოიპოვებს ადამიანების ასრულებს იმ დაპირებებს, რის გამოც მან ხმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ ისევე როგორც მანამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმის გარდა, რაც დაპირებებში ჰქონდა. თვითმმართველი ქალაქი წაგვართვა. პრეზიდენტის არჩევის წესი მთლიანად გააუქმა, ისე რომ არც რეფერენდუმი ჩაუტარებია და ისე რა გვითხრა - „ვაუქმებთ თქვენ რა აზრისა ხართო“, მოკლედ, ეს დემოკრატია, ჩემი აზრით, არ არის, ეს არის ერთკაციანი მმართველობა, რაც მიშას დროს იყო, რაც დღეს ბიძინას დროს არის და ეს უნდა დასრულდეს, თუ გვინდა რომ ქვეყანა წინ წავიდეს. და ბოლოს, სირცხვილია გახარია დღეს უკვე რომ პრემიერია, „ტეხავს“, - აღნიშნა აჩიკო მჭედლიშვილმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)