|
2015-07-13 13:07:53, 634 ნახვა
საზოგადოება
6 605–მა საჯარო მოხელემ პრემიერისგან მადლობის სიგელი მიიღო, 40–კი სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი
თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისთვის, 6 605-მა საჯარო მოხელემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მადლობის სიგელი მიიღო, 40 კი - სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ჯილდოს მისაღებად პრემიერმა პრეზიდენტს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების 40 თანამშრომელი წარუდგინა. მადლობის სიგელები კი გადაეცათ თბილისის მერიის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, დიასპორის, ეკონომიკის, ლტოლვილთა და განსახლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვის, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებს; ასევე, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შესყიდვებისა სახელმწიფო სააგენტოსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. სტიქიიდან ერთი თვის თავზე, მთავრობის მეთაური, სახელმწიფოს გვერდით დგომისთვის, კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა სტიქიის შედეგების დროულ და ეფექტურ ლიკვიდაციაში.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)