|
2015-07-13 12:49:51, 602 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა 36 რაიონში დაასრულა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა 36 რაიონში დაასრულა. ამიერიდან აღნიშნულ რაიონებში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული. სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და ა.შ.) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ამჟამად არქივირების პროექტი დამატებით 5 რაიონში - სამტრედიაში მარნეულში, ლანჩხუთში, ამბროლაურსა და სენაკში მიმდინარეობს. დასამუშავებელი მასალის რაოდენობა ამ რაიონებში 3834 ბაინდერს შეადგენს. არქივირების პროექტი ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა. მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში 108 თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ. მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა. დღეის მდგომარეობით არქივირების პროექტის შედეგად სულ 26 552.5 ბაინდერია დამუშავებული, დასამუშავებელია კიდევ 31 491.5 ბაინდერი. მასალის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)