12:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 15:11:59, 2283 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - რეიტინგის გაუმჯობესება კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველოს პოზიცია ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დადებით დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ეს არის კარგი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც აუმჯობესებენ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

Fraser institute-ის 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების"  თანახმად, საქართველოს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით 1 პოზიციით გაუმჯობესდა. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 4 ინდიკატორში - „მთავრობის ზომა" (7,58 ქულა შეადგინა), „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა" (6,34 ქულა შეადგინა), „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება" (8,74 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია" (8.15 ქულა შეადგინა) მდგომარეობა გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.

საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; კომერციული ბანკების არსებობა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics