20:15 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-12 15:38:58, 630 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე ქართველ ხალხს ერთმანეთის ერთგულებისკენ მოუწოდებს

„ჩვენ ერთმანეთის ტვირთი უნდა ვიტვირთოთ, როცა ჩვენი ერის წინაშე ამდენი პრობლემებია“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მან ქართველ ხალხს მოუწოდა, ერთმანეთის ერთგულნი იყვნენ.

 „ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ერთმანეთის ტვირთი, როცა ჩვენი ერის წინაშე, ყოველი ადამიანისა და ოჯახის წინაშე ამდენი პრობლემებია, მცირესა ზედა იყავი ერთგული და დიდსა ზედა დაგედგინოს შენ, - ეს სიტყვები უფლისა მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მხარდამჭერები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის ერთგული, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი არღვევს ერთგულებას და იმ ადამიანს, რომელმაც სიკეთე გაუკეთა ღალატობს ან ცუდით პასუხობს. მცირესა ზედა იყავი ერთგული და დიდსა ზედა დაგედგინოს შენ“,– აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა სრულიად საქართველოს პეტრე–პავლობის დღესასწაული მიულოცა.

„წმინდა მოციქული პეტრე, რომელიც მაგალითია სარწმუნებისა, სიმტკიცისა, ერთგულებისა, ისიც კი შეშინდა. მაგრამ თავისი ერთგულება დაამტკიცა იმით, რომ ჯვარს ეცვა. პეტრე მოციქულს მოკვეთეს თავი როგორც რომის მოქალაქეს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვაჩვენებს როგორ ვიცხოვროთ და გავიგოთ სად დავინახოთ სიკეთე და ბოროტება - ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმით, როცა ადამიანს ღმერთი გაუხსნის გულს და გონებას“, - ბრძანა ილია მეორემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics