|
2019-09-06 18:30:11, 1865 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგეობა დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს
დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაავადებული ფიჭვებისა და ალვის ხეების სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. პირველ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-2 კორპუსთან განხორციელდა. აღნიშნულ მისამართზე 25 დაავადებული ფიჭვი, ორი ზეხმელი და ავარიული ალვის ხე მოიჭრა. დიდუბის რაიონში წლის განმავლობაში ჯამში, 450-მდე დაავადებული ხის მოჭრა იგეგმება, რომელთა ნაცვლად, დიდუბის გამგეობა ჯანსაღი, დიდი ზომის ხეების დარგვას გეგმავს. სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ემ ბილდინგი“ ახორციელებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 88 139 ლარია. დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეების დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება. ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი. დასკვნის მიხედვით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარებაა აუცილებელი.
(NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)