|
2019-09-06 12:33:02, 1567 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას: პარლამენტში მკვლელებთან შეკითხვები არ უნდა ისმებოდეს
„მე დღეს აქ მოსვლას არ ვგეგმავდი, იმიტომ რომ მკვლელებთან, ბატონო გახარია, შეკითხვები არ უნდა ისმებოდეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ფრაქციის ფორმატში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ. სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიმართა და განაცხადა, რომ მას პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე მოუწევს მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა. „მკვლელებს იბარებს პროკურატურა უსვმას შეკითხვებს და პარლამენტში თუ მოდიან ერთადერთ ფორმატში, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე. თქვენ ბატონო გიორგი, გაძლევთ გარანტიას, რომ მოგიწევთ სწორედ ამ ფორმატში ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა, როდესაც ქვეყანაში აღდგება ეროვნული ხელისუფლება. თუ რა თქმა უნდა არ გაიქეცით მანამდე თქვენს მეორე სამშობლოში, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება არ მიგიღონ იქ შესაბამისმა ორგანოებმა შეუსრულებელი დავალებების გამო, როდესაც გაგყრით ქართველი ხალხი აქედან“, - მიმათა სამადაშილმა გახარიას. მან ასევე ია კერზაიას საქმეზე და 20-21 ივნისის მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და პრემეირ-მინისტრობის კანდიდატი გააკრიტიკა. „მე იძულებული გავხდი, რომ დღეს მოვსულიყავი და თქვენთვის შემეხედა, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ გიყურებდეთ, მაგრამ იძულებული გავხდი, რომ მოვსულიყავი, იმიტომ რომ გუშინ, ია კერზაიას, თქვენს მიერ მოკლული ადამიანის შვილმა, მთხოვა, რომ მოვსულიყავი აქ და თქვენთვის ჩამეხედა თვალებში და მეკითხა, რატომ მოკვდა დედამისი. ია კერზაია, რომლის საქმეც თქვენ დახურეთ ერთი კვირის წინ. გამოცხადეთ, რომ არ არის თურმე მსხვერპლი, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით, იმიტომ რომ ვერ გაუძლო იმ ჯალათობრივ ზეწოლას და ძალადობას, რომელიც განახორციელეს თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ სამეგრელოში. მე მოვედი ამ ხალხის სახელით, თქვენგან თვალებდათხრილი და გაუბედურებული ადამიანების სახელით. როგორ ბედავთ, რომ მოდიხართ საქართველოს პარლამენტში და თავს წარუდგენთ ქართველ ხალხს, რომელიც სკანდირებს დღეს, რომ გახარიას უხარია ბავშვებს რომ თვალებს თხრიან. თქვენ იმის მაგივრად, რომ 20 ივნისს გამოსულიყავით და როგორც გჩვევიათ, ერთხელ მოიხადეთ ბოდიში, უნდა მოგეხადათ ისევ ძალიან დიდი ბოდიში ხალხისთვის და წასულიყავით. ამის ნაცვლად აქ მოდიხართ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში გსურთ რომ მოგისმინოთ? რა შეკითხვები შეიძლება მქონდეს თქვენთან?! ამ უბედურების შემოქმედთან. ეს არის გზა, რომელიც გადის თქვენი პრემიერ-მინისტრობასთან. მაინტერესებს, ბოლო ჟამის მინისტრთა კაბინეტია ეს, იმიტომ რომ ბოლო ჟამი რომ დგება ხელისუფლების ცხოვრებაში ვიცით ხოლმე თქვენნაირ ადამიანებს რომ წინ წამოწევენ და პრემიერ-მინისტრის რანგს შესთავაზებენ. აქ რომ გიწევთ შემოსვლა პოლიციის კორდონის ქვეშ, იმიტომ რომ ხალხის გეშინიათ, როგორ აპირებთ რომ იმუშაოთ, იარსებოთ, როგორც ქვეყნის ხელისუფლებამ?“, - მიმართა სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)