|
2019-09-06 11:09:30, 768 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: 2020 წლის არჩევნებზე ვიტყვით, რომ საბჭოთა ინფრასტრუქტურა იუსტიციის ტერიტორიულ სამსახურებში დასრულდა
„ჩვენ პრაქტიკულად 2020 წლის არჩევნებზე ვიტყვით, რომ საბჭოთა ინფრასტრუქტურა იუსტიციის ტერიტორიულ სამსახურებში დასრულდა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის განცხადებით, არა მხოლოდ დაბები და ქალაქები, არამედ სოფლებიც ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურით იქნება დაფარული. „ჩვენ იუსტიციის სახლებს მომავალ არჩევნებამდე, 2020 წლის ბოლომდე, ყოველ შემთხვევაში, გავხსნით ბოლნისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, გარდაბანში, ქარელში, ზესტაფონში, ხაშურსა და ახმეტაში; ხოლო საზოგადოებრივი ცენტრებს − ქობულეთში, ქედაში, ხულოში, ამბროლაურში, დუშეთში, ტყიბულში, ცაგერში, თეთრიწყაროში. ყაჩაღანსა და ჭრებალოში წელს დაიწყება მშენებლობა, დაგეგმვითი სამუშაოები მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის მიზნით ჭიათურაში, ხობში, აბაშაში, კასპში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროში, ნინოწმინდაში, ხარაგაულში, ბაღდათში, ასპინძასა და ვანში. არის ორი-სამი მუნიციპალიტეტი, რომლებთანაც თანამშრომლობა ჯერჯერობით ვერ შედგა. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ვერ გამოინახა იმისთვის, რომ იქაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა აიგოს. ეს პრობლემაც თუ აღმოიფხვრება, ჩვენ, პრაქტიკულად 2020 წლის არჩევნებზე ვიტყვით, რომ საბჭოთა ინფრასტრუქტურა იუსტიციის ტერიტორიულ სამსახურებში დასრულდა და მთელი საქართველო იქნება დაფარული ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურით არა მხოლოდ დაბებსა და ქალაქებში, ტერიტორიულ ცენტრებში, არამედ სოფლებშიც“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
(NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)