|
2019-09-05 22:54:29, 1046 ნახვა
საზოგადოება
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი თბილისიდან დაიწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს პარლამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ანგარიშის ყველა რეკომენდაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაითვალისწინა. „სამინისტროს მზად აქვს ჰაერში ემისიებთან დაკავშირებული სანქციებისა და შემაკავებელ ზომების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის სრულყოფის მიზნით, კომიტეტთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ავტოტრანსპორტის შემოწმებას, საპილოტე რეჟიმში, მხოლოდ თბილისში, ხოლო შემდგომ მთელ ქვეყნის მასშტაბით დაიწყებს. სპეციალური აღჭურვილობის შეძენა უკვე დაგეგმილია. აღნიშნულ საკითხზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, არსებობს კონკრეტული გეგმაც. ღონისძიებების განხორციელებისთვის, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო, რაშიც პარლამენტის მხარდაჭერა იქნება საჭირო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე აქვს. დეპარტამენტში განხორციელდა ადამიანური და ტექნიკური რესურსების ზრდა. უწყებას დაემატა 63 ერთეული საპატრულო ეკიპაჟი, მაღალი გამავლობის ბაგები. განხორციელდა თანამშრომელთა ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა, დაგეგმილია მათი დრონებით და ელექტროშოკებით უზრუნველყოფა, რისთვისაც დამატებითი ფინანსური რესურსი იქნება საჭირო.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)