15:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 17:45:02, 1248 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი - ევროკავშირის ქვეყნებში საქმიანობას მეწარმეები საგადასახადო პროცედურების გარეშე შეძლებენ

ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

როგორც მან აღნიშნა, 1-ლი სექტემბრიდან უკვე ძალაშია ახალი საბაჟო კოდექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საბაჟო პროცედურები.

 მისი თქმით, ასევე, მომზადებულია და მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის საჯარო განხილვები.

 „ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება საშუალებას მისცემს მეწარმეებს დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics