|
2019-09-05 12:05:53, 1342 ნახვა
სამართალი
გომელაური: წლის ბოლომდე სახანძრო-სამაშველო სამსახური 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანით აღიჭურვება
„ვგეგმავთ სახანძრო-სამაშველო ობიექტების მშენებლობას, წლის ბოლომდე სამსახური აღიჭურვება 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს განაცხადა. მისი განმარტებით, საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდისთვის დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საოპერაციო რესურსების განვითარება, მზადყოფნის დონის ამაღლება და რეაგირების ხარისხის გაზრდა. „მინდა შევეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მაგარი ადამიანები მუშაობენ ამ სამსახურში. სადაც ყველაზე ცხელი წერტილია, ეს ადამიანები იქ არიან. მე მახსოვს, მინდა ხაზი გავუსვა, ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ორმხრივი ცეცხლის დროს როგორ აქრობდნენ მეხანძრეები ბინებზე წაკიდებულ ცეცხლს. მართლა ასე იყო, მეორე უცებ შევძელით, ცალ მხარეს გავაჩერეთ, თუმცა იქედან მაინც ისროდნენ, ეს ადამიანი იდგნენ და აქრობდნენ. მართლა გმირები არიან და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც იქ იდგა და ამას აკეთებდა. მაშინ არ მქონდა საშუალება რომ მადლობა გადამეხადა მათთვის. საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდისთვის დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საოპერაციო რესურსების განვითარება, მზადყოფნის დონის ამაღლება და რეაგირების ხარისხის გაზრდა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ აღჭურვას. ვგეგმავთ სახანძრო-სამაშველო ობიექტების მშენებლობას ანაკლიაში, ზუგდიდში, მარტვილში, სიღნაღში, ბორჯომში, ჩოხატაურში, ჩხოროწყუსა და აბასთუმანში. ასევე, წლის ბოლომდე სამსახური აღიჭურვება 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონმა ირაკლიმ კარგად იცის, როგორ გვიჭირს ამ მიმართულებით და რა ძვირი ღირს თითოეული ეს მანქანა, სპეცმანქანებია და ძალიან კარგია, რომ ეს უკვე დაგეგმილია, შესყიდულია და წელს უკვე ჩამოვა და დაურიგდება სხვადასხვა ქალაქს. ჩვენი ამოცანაა, რომ რესურსები მივმართოთ არა მხოლოდ სამსახურის ტექნიკური და ტექნოლოგიური აღჭურვისა და განვითარებისკენ, არამედ მეხანძრე მაშველების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერებისკენ. ამ მიმართულებით ევროკავშირთან ერთად ვიმუშავებთ მეხანძრე-მაშველებისთვის სპეციალური სასწავლო მოდულის შემუშავებაზე, რომელიც ჩამოყალიბდება, როგორც სისტემაში ახალმოსული პირებისთვის საბაზისო სასწავლო კურსი“, - აღნიშნა გომელაურმა.
(NS)
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)