|
2015-07-11 11:05:16, 429 ნახვა
საზოგადოება
განათლების საერთაშორისო ცენტრში ექსპერტთა საბჭო შეიქმნება
განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილ საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განათლების საერთაშორისო ცენტრში ექსპერტთა საბჭო შეიქმნება და ქვეყანაში არსებული ყველა ანალოგიური რესურსის კონსოლიდირება მოხდება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლა საჯარო სამსახურის განვითარებისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ ინსტრუმენტად უნდა იქცეს. აღნიშნული სკოლის შექმნა დაეფუძნა საერთაშორისო პრაქტიკას, ვინაიდან ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოში ( დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლატვია, ავსტრია, პოლონეთი) საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში ფუნქციონირებს საჯარო მოხელეთა გადამზადების სკოლა და მათი უმრავლესობა მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შედის. ასევე ვითვალისწინებთ, რომ საქართველოში წლებია ფუნქციონირებს რამდენიმე სახელმწიფო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებება და ტრენინგცენტრი, რომლებიც სახელმწიფო მმართველობასა და მომიჯნავე დარგებში კადრების პროფესიულ მომზადებას უზრუნველყოფენ. მათი გამოცდილების გაზიარებისა და კოორდინირებისათვის განათლების საერთაშორისო ცენტრში შეიქმნება ექსპერტთა საბჭო, მოხდება ქვეყანაში არსებული ყველა ანალოგიური რესურსის კონსოლიდირება, გაიწერება სამოქმედო გეგმა და თემატური და პროფილური მოდულების სწავლების პროცესში ჩაერთვებიან მსგავსი პროფილის მქონე დაწესებულებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დაგვეხმარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაში. სკოლამ ფუნქციონირება "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ამოქმედების პერიოდიდან უნდა დაიწყოს“, - ნათქვამია განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)