03:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 16:54:15, 1167 ნახვა

საზოგადოება
„კლანი უნდა წავიდეს!“ - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქცია დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული. აქციის მონაწილეები "სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას" აპროტესტებენ. მათ ადგილზე შემდეგი შინაარსის პლაკატები აქვთ მიტანილი: "კლანი უნდა წავიდეს!", "იურისტებო დაიცავით პროფესია", "შეფასდეს კლანური მმართველობა" და სხვა. 

ერთ-ერთი ორგანიზატორის კახა წიქარიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში რეზოლუცია შეიტანა. 

"ჩვენ, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პარლამენტში შევიტანეთ რეზოლუცია, რომ საკანონმდებლო ორგანომ აღიაროს სასამართლოში კლანური მმართველობა. კლანი არის სასამართლო ხელისუფლების სიმსივნე, რომელიც ვითარდება და დღეს უნდა ავიდეს უზენაეს სასამართლოს თავში. იმისათვის, რომ დღეს გახდე მოსამართლე უნდა მიხვიდე კლანთან, შეჰფიცო ერთგულება და ამის შემდეგ მიგიღებენ სასამართლო სისტემაში. არ აქვს მნიშვნელობა კომპეტენციას და ცოდნას", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics