03:44 - 24 Jul, 2026
|
2019-09-03 14:32:09, 1238 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვების კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმაც მიიღეს, რომლებიც მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოთხოვნით, ხმაურის გამო, დარბაზიდან გააძევეს. ცნობისთვის, სახალხო განხილვების კომისია 13 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. ასეთი ტიპის კომისიის შექმნა საჭიროა, რათა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილება განიხილონ, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. არჩევნები ერთჯერადად ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)