|
2019-09-02 16:56:47, 1075 ნახვა
საზოგადოება
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქალაქ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. განაცხადების შევსება დევნილის სტატუსის მქონე პირებს მხოლოდ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ. განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბრიდან დაიწყო და 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ამ ეტაპზე, განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ქ. ზუგდიდში აშენებულ ბინებზე. განცხადებით მომართვა შეუძლიათ ორი კატეგორიის დევნილ პირებს: ნებისმიერ დევნილ პირს და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გამართული ომების დევნილ ვეტერანებს ან ამ ომებში დაღუპულების დევნილ ოჯახის წევრებს. ვეტერანების შემთხვევაში, განცხადებების მიღება ამ ეტაპზე შესაძლებელია ზუგდიდში და ასევე თბილისსა და ქუთაისში აშენებულ ბინებზე. თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება მხოლოდ 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. განმცხადებელმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ომის ვეტერანის და/ან ოჯახის წევრის ომში დაღუპვის დამადასტურებელი საბუთები. სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)