|
2019-08-27 12:19:55, 881 ნახვა
საზოგადოება
ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება
ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბინა 300 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, რის შემდეგაც დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც, ჯამში, ბინა 960 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იწყება ვეტერანი დევნილების განაცხადების მიღების პროცესიც, რომლებსაც ბინები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში გადაეცემათ. ვეტერანი დევნილების ოჯახებისთვის განკუთვნილი 180 ბინიდან 60-თბილისში, 60-ქუთაისში და 60-ზუგდიდში მდებარეობს. თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მხოლოდ, 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. ორივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის შევსება, საქართველოს მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)