|
2019-08-27 10:00:26, 868 ნახვა
საზოგადოება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძემ საგზაო სამუშაოების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეაბილიტირდა როგორც ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ სანაპიროს მონაკვეთი, ისე ბარათაშვილის ხიდზე არსებული ასფალტის საფარი და სასტუმრო „ამბასადორთან“ ჩასასვლელი პანდუსი. „მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთზე, მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მძღოლები დამეთანხმებიან, რომ განსაკუთრებით ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ იყო სერიოზული დაზიანებები. ეს გზა მთლიანად რეაბილიტირდა. გარკვეული შეფერხებები არის ავტომანქანებისთვის, რისთვისაც მინდა, მძღოლებს კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო. უბრალოდ გვინდა, რომ ზაფხულის ეს ცხელი დღეები გამოვიყენოთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომელთა განხორციელება აუცილებელია. ყველა სამუშაო ამაღამ დასრულდება და დარჩება მხოლოდ დახაზვის სამუშაოები, რომელსაც მოგვიანებით განვახორციელებთ. კონკრეტულად ამ პროექტზე 2 მლნ ლარზე მეტი თანხა იხარჯება. გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში მოვაწესრიგეთ თვითონ ბარათაშვილის ხიდზე არსებული ასფალტის საფარი, რომელიც ასევე დაზიანებული იყო და რეაბილიტირდა სასტუმრო „ამბასადორთან“ ჩასასვლელი. გვინდა, თანდათან ყველა რაიონში, ყველა უბანსა და ქუჩაზე შევიდეთ, სადაც ანალოგიური პრობლემა არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა. მარჯვენა სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ "ბლექ სი გრუპი" განახორციელა. სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ და მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერეს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)