|
2019-08-26 14:59:49, 1499 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება - გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის საქართველოში გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი არ ადასტურებს ინფორმაციას გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული კვალის არსებობის შესახებ. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ პროკურატურამ ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა უკვე გასცა, რაზეც საელჩო უახლოეს მომავალში აქტიურად დაიწყებს მუშაობას. "ვინაიდან საკითხი ძიებაშია და საქმეს გერმანელი სამართალდამცავები იძიებენ, ამ ეტაპზე , მიუხედავად იმისა, რომ გერმანელ სამართალდამცავებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, რაიმე სახის კონკრეტულ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, სანამ გამოძიება არ ჩათვლის საჭიროდ და უფრო მეტ დეტალს არ მოგვაწვდის. ერთი რამ, რაც გუშინდელის შემდეგ დამატებით შემიძლია განვაცხადო არის ის, რომ პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოსვენებაზე, რაზეც საელჩო უახლოეს მომავალში აქტიურ მუშაობას დაიწყებს", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)