|
2015-07-10 12:04:22, 850 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუა ძეგვის თავშესაფარს ესტუმრა
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ ძეგვის თავშესაფარს ესტუმრნენ და სასწავლო ცენტრი მოინახულეს, რომელიც პროექტის „გაძლიერდი და შეცვალე“ ფარგლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, თავშესაფრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. “სასწავლო ცენტრი პირველ ლედისთან ერთად დავათვალიერეთ, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარადაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადამიანები ეუფლებიან სხვადასხვა ხელობას, რომელიც მათ მომავალში დასაქმების პერსპექტივას უქმნის. ბუნებრივია ასეთ ინიციატივას პრეზიდენტი მხარს უჭერს და მიესალმება სამომავლოდ მის კიდევ უფრო გაფართოებას “, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. მაკა ჩიჩუა და გიორგი აბაშიშვილი სასწავლო პროცესს დაესწრნენ და თავშესაფრის მცხოვრებთა მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს. პირველი ლედი გაესაუბრა მოწაფეებს და მოისმინა თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ სასწავლო ცენტრს. „მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ასეთ პროექტებში, როგორც სახელმწიფო ასევე თითოეული ჩვენგანი. რადგან არიან ადამიანები ვინც საჭიროებს ჩვენს დახმარებას. ეს არის საუკეთესო საშუალება იმ ადამიანების გამოვლენისათვის, ვისაც აქვს უნარი იმუშაოს და თავისი შრომით არჩინოს ოჯახი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ოცი ადამიანი, რომელიც მომავალში დასაქმდება, ახლა სწავლის პროცესშია და მათ აქვთ ყველა საჭირო ინვენტარი ტირხრული მინანქრის ხელობის შესასწავლად. იმედი მაქვს მომავალში მსგავსი ტიპის პროექტების განხროციელებას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ,“- განაცხადა მაკა ჩიჩუამ. ცენტრში მოწაფეები ჭრა-კერვისა და ტიხრული მინანქრის ხელობას ეუფლებიან. აღნიშნული კურსი ოთხთვიანია და ერთ თვეში დასრულდება. სასწავლო ცენტრი მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა შემდგომ დასაქმებასაც.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)