|
2019-08-22 22:08:14, 6861 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა - როგორი იქნება ცათამბჯენები
ბათუმის საკრებულომ შპს „რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ამის შემდეგ კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიაში კონკრეტული შენობის პროექტი უნდა წარადგინოს. ბათუმელების ცნობით, საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ასევე დამოუკიდებელმა წევრმა რაულ თავართქილაძემ და არჩილ მამულაძემ – „პატრიოტთა ალიანსიდან“. წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ორი წევრი – ნოდარ დუმბაძე და გელა დეკანაძე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“. გადაწყვეტილება 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. „რივიერას“ ტერიტორიაზე მშენებლობას მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან, პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ისინი მოითხოვენ, რომ შესაბამისი მშენებლობის ნებართვა მერიამ არ გასცეს. მოქალაქეებმა ოფიციალური წერილითაც მიმართეს მერს, ამ წერილს ხელს 650 ადამიანი აწერს. „რივიერა ბათუმი“ ბათუმის კონცხზე კიდევ ოთხ ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ერთი – 42-სართულიანი კოშკის სიმაღლე, რომლის აშენებაც ნაპირთან ყველაზე ახლოს იგეგმება, 159 მეტრი იქნება [კოშკის ზომები – 50×50 მ]. კოშკს ექნება ღრმა საძირკვლები და 40 მ-ზე მეტი სიგრძის ხიმინჯებზე დადგება. პროექტის რენდერის მიხედვით, პირველი კოშკი [სანაპირო ზოლთან ყველაზე ახლოს] სანაპირო ხაზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 150 მ-ში მდებარეობს. მესამე 174,10 მეტრი სიმაღლის თაუერი 47-სართულიანი იქნება. სამშენებლო პროექტი კიდევ ორ თაუერს მოიცავს, რომელთა სიმაღლეები 100,60 [26 სართული] და 114,60 [29 სართული] მეტრი. საპროექტო ტერიტორია შედგება „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ფართობისგან და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი პარკისგან, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშივე რჩება. ტერიტორია გახდება ბულვარის შემადგენელი ნაწილი და შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონის სტატუსი. „სილქ როუდ ჯგუფი“ მხოლოდ მის ლანდშაფტურ დიზაინს შექმნის. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტკლუბის ტერიტორია (12.000 მ2).
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)