|
2015-07-10 11:01:37, 573 ნახვა
საზოგადოება
"გაბალასა" და "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "დინამოს" ხელმძღვანელობა უეფა-ს მიმართავს
აზერბაიჯანულ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" მატჩზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "დინამოს" კლუბის ხელმძღვანელობა უეფა-ს მიმართავს. ამის შესახებ "დინამოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჯღარკავამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა. როგორც ჯღარკავამ აღნიშნა, იმის გამო რომ მატჩზე იყვნენ კონცენტრირებული, საქართველოს დროშის დაწვის ფაქტი არ შეუმჩნევიათ. იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი მატჩზე ვიყავით კონცენტრირებული, არ შეგვიმჩნევია ეს ფაქტი. ეს ყველაფერი საჭიროებს გაანალიზებას. რა თქმა უნდა კლუბის მხრიდან იქნება შესაბამისი განცხადება გაკეთებული. თავისთავად, შესახებ უეფასაც ვაცნობებთ“, - განაცხადა ჯღარკავამ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილბრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა პლაკატები გამოფინა, სადაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილმა საქართველოს დროშა დაწვა და მასზე ფეხით დადგნენ. გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. „დინამოში“ აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ „უეფას“ აცნობებენ. მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო" - “გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი გამოფინეს წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)