|
2019-08-21 12:26:36, 757 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს
კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“, რომელიც 60 დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მე დავპირდი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს, რომელთა რაოდენობა 3 000 ოჯახამდეა, რომ მოგვარებული იქნებოდა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში იდგა. ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით. ათეულობით წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ელოდებიან თავიანთ ფართებს. ამჯერად გვყავს გამარჯვებული კომპანია. გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა დიდ დიღომში, IV მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, 11 774 კვ. მ მიწის ნაკვეთზე. გამარჯვებული კომპანია გახლავთ „ბი დეველოპმენტი“, რომელმაც დაახლოებით, 60 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს. საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს თეთრი კარკასის მდგომარეობაში. გამარჯვებული კომპანიის შეთავაზება 5%-ით აღემატება სხვა დაინტერესებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფართის ოდენობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერმა კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა. მისი თქმით, 15 დაზარალებულ ოჯახს დიდ დიღომში, IV მ/რ-ის N2-ში დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები და საკუთრების მოწმობები რამდენიმე დღეში გადაეცემათ.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)