|
2015-07-09 16:13:52, 699 ნახვა
ეკონომიკა
ირინა მილორავა: ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე აისახება
ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე ასახვას ჰპოვებს, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა. რაც შეეხება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მოსალოდნელ ზრდას, მილორავას განმარტებით, ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება მისი მხრიდან სწორი არ იქნება. "კომისიაში შემოსულია თბოელექტროსადგურების სატარიფო განაცხადები, რომლის განხილვაც 15 ივლისს იგეგმება. სატარიფო განაცხადის წარმოდგენის საფუძველად კომპანიამ ლარის კურსის ცვლილება მიუთითა. ჩვენ თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ვიხილავთ. წარმოების ტარიფში ბუნებრივი გაზის ხარჯის კომპონენტი წარმოდგენილია 99%-ით. თავისთავად ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე ასახვას ჰპოვებს. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ამასთან დაკავშირებით სატარიფო განაცხადი კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აპრილის თვეშია წარმოდგენილი. აღნიშნული განაცხადის განხილვისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის 150 დღე გვაქვს. ვფიქრობთ, ამ თვის ბოლომდე შესაძლებელია ამ ნაწილშიც მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა წინასწარი შეფასების გაკეთება აბსოლიტურად არასწორი და არაკორექტული იქნება, რადგან კომისია კოლეგიალური ორგანოა და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას სამი ადამიანი იღებს. როგორი იქნება გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით, დღეს ამის პროგნოზირება სწორი არ იქნება", - განაცხადა ირინა მილორავამ. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)