|
2015-07-09 14:50:31, 603 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრომ და USAD-მა საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დისკუსია გამართეს
ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ დიალოგი გაიმართა. დიალოგში მონაწილეობა კერძო და საჯარო სექტორების 70-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა კეროლ უილსონმა გახსნეს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. მოხსენებები საგადასახადო კოდექსსა და ადმინისტრირებაში ცვლილებების, ასევე გადასახადების გადამხდელების მომსახურების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გააკეთეს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. დიალოგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლებმა. G4G-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტრომ გადასახადების გადამხდელებს გააცნო საგადასახადო კოდექსის ცვლილებები და საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების შემდგომი გამარტივების გეგმა, რათა გადამხდელთა შენიშვნები და ინტერესები უკეთ აისახოს ახალ კანონმდებლობაში. საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა G4G-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მისი მიზანია, კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა, ასევე მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობით ეკონომიკური რეფორმების განხორციელება. პროექტის კონსულტანტები აქტიურად მუშაობენ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებაზე და ეხმარებიან სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილებისა და საგადასახადო კოდექსის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ევროკავშირის დღგ-ს დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. G4G - „მმართველობა განვითარებისთვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)