|
2019-08-16 19:32:02, 2365 ნახვა
საზოგადოება
რა განაპირობებს მეტალოკრამიტის სახურავების ფასს?
დღეს მეტალოკრამიტი სახურავის მასალებს შორის, ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს სამშენებლო ინდუსტრიაში. მართალია, დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა მასზე დიდი მოთხოვნილებაა, რადგან მას უამრავი დადებითი თვისება აქვს - სიმსუბუქე, საიმედოობა, გამძლეობა, მონტაჟის სიმარტივე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფერების, ფაქტურის, ფორმების ფართო არჩევანი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, მეტალოკრამიტი ყველანაირი ტიპის ობიექტის გადასახურად გამოდგება. ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, სურს, მშენებლობა რაც შეიძლება ეკონომიურად წარმართოს. თუმცა ბევრი შიშობს, რომ თუკი მასალა იაფია, ესე იგი, ცუდი ხარისხისაა. მით უფრო, როცა საუბარია სახლის სახურავზე - ანუ იმ დეტალზე, რომლის ხარისხზე ბევრად არის დამოკიდებული, გექნებათ თუ არა ზამთარში სითბო და ზაფხულში - სიგრილე, ხოლო წვიმის დროს - ხმაური არ შეგაწუხებთ. მოკლედ, დავიწყოთ იმით, რომ მეტალოკრამიტის ღირებულება, რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, დამოკიდებულია ვალუტის კურსზე, რადგან მასალა იმპორტულია. თუმცა, ამას, ალბათ, თქვენც აღნიშნავდით სტატიის სათაურის წაკითხვისთანავე. შემდეგი ფაქტორი, რომელიც ფასს განაპირობებს, მეტალის სისქეა. მეტალის სისქე მერყეობს 0.4 მმ-დან 0.5 მმ-მდე. თუ თქვენ საკუთარი სახლის გადახურვა გსურთ, უმჯობესია, 0.5 მმ სისქის მეტალოკრამიტი შეარჩიოთ - ის უფრო საიმედოა და მონტაჟის პროცესში არ დეფორმირდება. ასევე, მეტალოკრამიტის სახურავის ფასი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რომელი ქვეყანაა მწარმოებელი. თუმცა არ არის გამორიცხული, ევროპული პროდუქტიც დაბალი ხარისხის იყოს (რადგან, შესაძლოა, სწორედ იაფი მასალა შეუკვეთა დისტრიბუტორმა), ამიტომ მწარმოებელი ქვეყანა აპრიორი არ შეიძლება იყოს ხარისხის გარანტი. უმჯობესია, ყურადღება გაამახვილოთ სპეციფიკაციებსა და გარანტიაზე, რომელსაც შეძენის დროს მაღაზია გაძლევთ. ასევე, ფასსა და, შესაბამისად, ხარისხს დიდწილად განაპირობებს თუთიის ფენის სისქე, რომლითაც დაფარულია მეტალის ფირფიტები. რაც უფრო მეტია მოთუთიების სისქე, მით უფრო გამძლეა სახურავი კოროზიის მიმართ; მეტალოკრამიტის შერჩევისას გასათვალისწინებელია ასევე პროფილური ტალღების სიღრმეზე, რადგან ამაზე გარკვეულწილად დამოკიდებულია თოვლისა და ქარის მიმართ გამძლეობა.
(NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)