|
2019-08-15 20:00:06, 1083 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ოკუპანტებმა გუგუტიანთკარელებს საცხოვრებლის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს
„ჩემი მოწოდება იქნებოდა ხელისუფლებისადმი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ზარალდებიან აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუგუტიანთკარში ყოფნის დროს განაცხადა. ლომჯარია იმ 2 ოჯაახს შეხვდა, რომელთა სახლებიც ე.წ. ბორდერიზაციის საზღვრის მიღმა მოყვა. ომბუდსმენის განმარტებით, ოკუპანტებმა გუგუტიანთკარელებს საცხოვრებლის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს. „ვნახე ბოლო დღეების განმავლობაში დამონტაჟებული კონსტრუქციები, მიმდინარეობს შემოღობვა, გავესაუბრე ადგილობრივებს, ვნახე რომ ორი სახლი ექცევა ამ ღობის მიღმა, ვესაუბრე ერთ-ერთი სახლის მესაკუთრეს, ამჟამად ეს ოჯახი აკეთებს საკუთარი სახლის დემონტაჟს, რაც შესაძლებელი იქნება გამოიტანოს სახლიდან. უთხრეს რომ სამ დღეში უნდა დაცალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ შევა ამ ტერიტორიაზე. ვესაუბრე ოჯახის დიასახლისსაც, რომელიც ამბობს რომ ამ ტერიტორიაზე შემოდიოდა და უვლიდა ხეხილის ბაღს. სამ დღეში ამ ადამიანებს საკუთარ სახლში შესვლის უფლება აღარ ექნებათ და ეს ძალიაან მძიმე სანახავია. ეს ე.წ. ბორდერიზაცია არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, არამედ ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობასაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის გადაადგილების თვალსაზრისით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქმიანობის წარმოების თუ ჯანდაცვის უფლების თვალსაზრისით. ეს არის ნამდვილად ჰუმანიტარული კატასტროფა,რასაც ჩვენ ვუყურებთ. ასე, რომ ჩემი მოწოდება იქნებოდა ხელისუფლებისადმი რომ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით ზარალდებიან და უშაულოდ ეხებათ ეს პროცესი აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება“, - განაცხადა ლომჯარიამ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)