|
2019-08-15 13:25:27, 839 ნახვა
საზოგადოება
ივლისში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27%-ით შემცირდა
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2019 წლის რთველის მზადებასა და მოლოდინებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლევან მეხუზლას განცხადებით, წელს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, რთველის მიმდინარეობისას გარკვეულ სირთულეებს ელიან, რადგან ამ ბაზარზე ბოლო პერიოდში არაერთი ნეგატიური მოლოდინი შეიქმნა, რამაც საბოლოოდ, კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს. „აღნიშნულის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში შესაძლო პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს და 2019 წლის რთველმა მაქსიმალურად შეფერხებების გარეშე ჩაიაროს. 2019 წლის ზაფხულის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესებამ, გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შემცირდება. მწარმოებლების განცხადებით, ისინი დაგეგმილთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებენ, რადგან შესაძლოა მათ ღვინის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ. საქართველოდან რუსეთში მაისის თვეში ექსპორტირებული იყო 4 522 250 ბოთლი ღვინო, ივნისში - 4 209 866, ხოლო ივლისში ექსპორტი შემცირდა - 3 550 264 ბოთლამდე, რაც 27%-ით ნაკლებია გასული წლის ივლისის თვის ექსპორტის მაჩვენებელზე, 28%-ით ნაკლებია 2019 წლის მაისის თვის მონაცემზე და 18%-ით ნაკლებია 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზე. არადა, ბოლო წლების განმავლობაში მეღვინეობის დარგში არსებულმა ჯანსაღმა და კონკურენტუნარიანმა გარემომ, შესაძლებელი გახადა, რომ 2017 წელს ნაწილობრივ და 2018 წელს სრულად, რთველი პირველად ჩატარებულიყო სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. 2018 წელს გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის 230 ათასზე მეტი ტონა ყურძენი, ხოლო მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად, წელს კახეთის რეგიონში 250 ათას ტონამდე ყურძენის მოსავალს ელოდებიან, რაც ასევე ქმნის მოლოდინს, რომ თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ. რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი" (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა და სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501
(NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)