19:24 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-11 14:42:53, 1199 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალგაზრდობა

მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას, ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა, – ამის შესახებ კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

მინდა, დღეს ვისაუბრო ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა არ ვაკეთოთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგვრჩა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას.

მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენ ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს, გაუძლებს იმ განსაცდელს, რომელშიც იმყოფება დღეს “,- განაცხადა საქართვლოს პატრიარქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics