|
2019-08-08 10:13:25, 822 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორ, I რანგის კაპიტან თემურ კვანტალიანთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სასაზღვრო პოლიციის უფროსთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი მიაგო უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, ასევე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი დარჯანიამ. აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს. ღონისძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ასევე, უკრაინის საელჩოსა და საზღვაო ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო–საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, დაიღუპა 5 (საზღვაო კაპრალი ზვიად ბარბაქაძე, საზღვაო კაპრალი თემურ ფიჩხაია, საზღვაო კაპრალი ზვიად დათუაშვილი, საზღვაო კაპრალი გიორგი ღვინჯილია, კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე) და დაიჭრა საზღვაო ძალების 35-მდე წარმომადგენელი.
(NS)
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)