|
2019-08-07 18:47:42, 1183 ნახვა
საზოგადოება
„ნიუ ჰოსპიტალსში“ თრომბოლიზისი წარმატებით ჩატარდა და ინსულტის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა
28 ივლისს, ფრანგი პაციენტი, ვინჩენცო ფ. იშემიური ინსულტით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინსულტის ცენტრში მოთავსდა. პაციენტს აღენიშნებოდა სიმპტომები - გონების კარგვა, სისუსტე მარცხენა კიდურებში, სახის ასიმეტრია და დარღვეული მეტყველება, რაც მას „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებამდე 15 წუთით ადრე განუვითარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის #1117 ბრიგადამ პაციენტი დროულად გადმოიყვანა, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში. ინსულტის ცენტრში მოთავსებისთანავე, პაციენტს ჩაუტარდა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები და დაენიშნა სისტემური თრომბოლიზისი - ალტეპლაზას გადასხმა. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესდა გადასხმის პერიოდშივე - მოიხსნა კიდურების სისუსტე და აღდგა მეტყველება. თრომბოლიზისის პროცედურის დასრულების შემდეგ კი პაციენტი მოთავსდა ნევროლოგიური განყოფილების სტაციონარში, სადაც იმყოფებოდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგთა გამოცდილი გუნდის დაკვირვების ქვეშ, თემურ მარღანიას ხელმძღვანელობით.
პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გაეწერა ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე და თავს კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით დადასტურდა სისხლნაკადის აღდგენა მარჯვენა შუა არტერიაში. სისტემური თრომბოლიზისი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბის დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - ალტეპლაზას გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა. მნიშვნელოვანია პროცედურის ადრეულ ეტაპზე - ინსულტის განვითარებიდან უახლოეს საათებში ჩატარება, რათა მოხდეს ინსულტით გამოწვეული ზიანის მაქსიმალური აცილება. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი პირველი ჰოსპიტალია, რომელმაც საქართველოში თრომბოლიზისის მეთოდით იშემიური ინსულტის მკურნალობა დანერგა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და მუდმივად მიმართავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.
(R)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)