|
2019-08-06 15:43:00, 983 ნახვა
საზოგადოება
სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალერა. „აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა საერთოდ არ არსებობდა და გადაადგილების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობა იყო. სამუშაოების შედეგად, ხუთკილომეტრიანი გზა მთლიანად მოვაწესრიგეთ. ასევე, დავამონტაჟეთ განათების ბოძები, რომელიც რამდენიმე დღეში განათდება. ამ გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ მიწების ფასმა უკვე ზრდა დაიწყო, იმის გამო, რომ კაპიტალურად მოწყობილი და ყველანაირი სტანდარტის დაცვით გაკეთებული გზაა. აქ ამოსვლა უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. ულამაზესი ადგილია, არაჩვეულებრივი ხედებით - არის ბუნებრივი აირი, ხოლო მომავალ წელს წყლის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის არ არსებობს ქალაქის დაყოფა ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად. ჩვენთვის ყველაფერი პრიორიტეტულია, რაც პრობლემას წარმოადგენს. ცხადია, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი უცებ მოვაგვაროთ, მაგრამ ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით, ყველგან შევდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების ფარგლებში, გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყო და ასფალტის საფარი 42 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 804 000 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები მამუკა მდინარაძე და ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
(NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)