|
2019-08-05 14:15:37, 1167 ნახვა
საზოგადოება
ბუნების დაცვისთვის დაღუპული რეინჯერების ოჯახები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ
ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "მწვანე ალტერნატივა" ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონი ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევიდა. "კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 4500-IIს) დაზარალებულთა ოჯახებისთვის ყოველთვიურ, 1000-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ის გადაეცემა მათ ოჯახებს, ვინც სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის, ან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის დროს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ან ამ დროს მიღებული დაზიანებით დაიღუპა. კომპენსაცია ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე მომხდარ შემთხვევებზეც. მათი დაფასებისთვის, ვინც ბუნების დაცვას თავი შესწირა, „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს პარლამენტს 2 წლის წინ მიმართა. 2017 წლის 22 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში „მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავდა: "ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, ისეთივე პატრიოტიზმია, როგორიც სამშობლოს ერთიანობის ან მართლწესრიგის დაცვა. ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით….ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სამსახურის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებისათვის; ეს იქნება რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოს დაცვის ინსპექტორების და მათი კოლეგების საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათ საქმიანობას აფასებს ქვეყანა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ხოლო კანონპროექტის ინიციატორები – პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი ხახუბია, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირინე ფრუიძე, ანრი ოხანაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, სვეტლანა კუდბა და მერაბ ქვარაია.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)