|
2015-07-08 13:47:21, 518 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში 122 ბინიანი 5 სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ კაპრეშუმში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით ორი 50 ბინიანი სახოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. „დასრულებულია შენობის მონტაჟი და მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები. ობიექტების მშენებლობა დასრულდება 2016 წლის იანვარში. მშენებლობაზე დასაქმებულია 40 ადამიანი. დღეისათვის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მიმდინარეობს 122 ბინიანი 5 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში გაუმჯობესდება 122 ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახის მდგომარეობა. მშენებლობებზე დასაქმებულია დაახლოებით 115 ადამიანი. სოციალური სახლის მშენებლობა ასევე, მიმდინარეობს დაბა ხულოში, ვაშლოვანის დასახლებაში. სამი 72 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაკვეთით შენდება. უკვე დასრულებულია ორი ბლოკის მონტაჟი, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მშენებლობის პროცესშია მესამე ბლოკი. მშენებლობა დასრულდება 2015 წლის ნოემბრისათვის. დასაქმებულია ძირითადად 50 ადამიანი, ხოლო სხვადასხვა სამშენებლო ბრიგადების დამატების შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება 70-75 კაცამდე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ცოტა ხნის წინ დასრულდა დაბა ქედაში ყოფილი პოლიკლინიკის შენობის რეკონსტრუქცია, რომელშიც მოეწყო 12 საცხოვრებელი ბინა. გამგეობისა და სამთავრობო კომისიის მიერ მიმდინარეობს ოჯახების შესწავლის პროცედურა, ბინების გადაცემის მიზნით. 2015 წელს დაიწყება 58 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, რომელიც უნდა დასრულდეს 2016 წელს“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)